საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები ამოიღო


     ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.

     გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი "სარფი"-ის გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

     ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობა, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

     საქმეზე დაწყებულია გამოძიება, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно