,,ვინც ქურდული სამყაროს წევრს მიადგება და დავების შეფასებას სთხოვს, დაისჯება"– მეზვრიშვილი


     ,,ვინც ქურდული სამყაროს წევრს მიადგება და დავების შეფასებას სთხოვს, დაისჯება"– ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

     მეზვრიშვილის განმარტებით, ,,მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს არ ისჯება სისხლის სამართლის წესით ცხადდება დანაშაულად."

     „ამ კანონს პარლამენტი, რომ მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება და მათი ქმედებების ან დავების შეფასებას სთხოვს, ამისთვის დაისჯებიან ისინი სისხლის სამართლის წესით. 5-დან 8 წლამდე არის მოქმედი კანონმდებლობით ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი, გაიზრდება 7-დან 10 წლამდე. 9-დან 15 წლამდე გაიზრდება კანონიერ ქურდისთვის სასჯელი, დღეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული," - განაცხადა მეზვრიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно