შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,ქართული მარშის" 6 წევრი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტრომ ,,ქართული მარშის" 6 წევრი დააკავა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

     „2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ქართული მარშის წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით - მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

     შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно