შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გამოძიების ტექნიკის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ


     შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა" ფარგლებში, გამოძიების ტექნიკის შესახებ ტრენინგი გაიმართა. სწავლებას ლიტველი ექსპერტები და ტრენერები უძღვებოდნენ.

     სწავლებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ლიტვის ეროვნული პოლიციის სისტემა, კომპეტენცია და საქმიანობა; საერთაშორისო თანამშრომლობა; საზღვრისპირა რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება; ელექტრონული მტკიცებულების დამუშავება და ანალიზი; ელექტრონული მტკიცებულებების დამუშავება და ანალიზი.

     ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა.

     პროექტის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაციასა და ჰარმონიზაციას ითვალისწინებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно