პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს


     გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.

     პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს.

     ორივე გემის კაპიტანს, ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში - 2835 ლარის ოდენობით.

     გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно