,,ჩვენ მხოლოდ ვცეკვავთ ღამის კლუბებში ,,ბასიანის" გამო კვდება ხალხი ამ ქვეყანაში? "– ბაია პატარაია


      ,,არ დაგვიტოვეს არც ერთი ადგილი სადაც ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩენ არაფერს არ ვაშავებთ, არ ვაშავებთ, როდესაც ვცეკვავთ, მეტი რა გავაკეთოთ, ჩვენ მხოლოდ ვცეკვავთ ღამის კლუბებში. ადამიანები, რომლებიც იღებენ რაღაც ნივთიერებას, იმიტომ იღებენ, რომ ამ ჯოჯოხეთში აღარ იყვნენ. იმიტომ, რომ ცოტა ხნით დაივიწყონ სად ცხოვრობენ. ჩვენ ამის უფლებასაც გვართმევენ,"– განაცხადა პარლამენტის წინ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ

     მისი თქმით, სახელმწიფომ ქვეყანაში შეგნებულად შემოიტანა მომწამვლელი ნივთიერება, რომლითაც ახალგაზრდები იხოცებიან, ხოლო კლუბი ,,ბასიანი" არაფერ შუაშია.

     ,,ნარკოტიკის მაგივრად შხამი შემოიტანეს და ხალხი მოკლეს. ამ ადამინების სიცოცხლე მათ კისერზეა, იმიტომ რომ გაამართლონ თავიანტი დრაკონული კანონები, ხალხს კლავენ, ახალგაზრდებს წამლავნ. ,,ბასიანის" გამო კვდება ხალხი ამ ქვეყანაში?  რა სისულელეა ამას ვინ ჭამს, ამას ვინ დაიჯერებს? რატომ არ დაიჭირა შსს–მ რომლებმაც შემოიტანეს ეს საწამლავი? ვინ კრიშავს ნარკო ბიზნესს. პოლიცია თავად აფარებს ხელს იმას ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობს, იმიტომ, რომ თვითონ იღებს იმ ფულს და ეს ფული არის სისხლიანი. არამი იყოს ეს ფული თქვენთვის, რომლითაც ახალგაზრდებს კლავთ. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно