საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება


     ამჯერად ჯარისკაცებმა საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში გამართეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პირობები დეტალურად გააცნეს. საინფორმაციო კამპანია დღეს ქალაქ ხონში, ზუგდიდში და სამტრედიაში გაიმართა.

     სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივ მოსახლეობას საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობებს, სამსახურში ჩარიცხვის წესებსა და პრივილეგიებს, რომელიც მომავალ სამხედრო მოსამსახურეებს კარიერის განმავლობაში ექნებათ, სპეციალური საინფორმაციო ბროშურებისა და თავდაცვის სამინისტროს გაზეთების საშუალებით აცნობენ.

     ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლა 35 წლამდე მოქალაქეებს შეუძლიათ. საბუთების მიღება წარმოებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ქალაქ თბილისში, მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის" ბაზისა და ქალაქ ქუთაისში, მესამე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე. ასევე 22 მაისიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ რეგისტრაციისთვის მიმართონ თელავის მეოცე კადრირებულ ბრიგადას, სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას და ქალაქ ბათუმში ადლიის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებულ სარეგისტრაციო პუნქტებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно