მიკროავტობუსებში განმეორებითი მგზავრობა შესაძლოა უფასო გახდეს


     მეტროსა და ავტობუსებში არსებული სატრანსპორტო შეღავათები შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებზეც გავრცელდეს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის" წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

     როგორც აბესაძემ აღნიშნა, ინიციატივის თანახმად, მიკროავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ერთიანდება.

     „ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მგზავრი ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაიხდის ერთხელ, მომდევნო საათნახევრის განმავლობაში შეეძლება, საფასურის გარეშე იმგზავროს. ვფიქრობ, მიკროავტობუსების კომპანიებიც მზად არიან ამისთვის, ინფორმირებულებიც არიან და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. სხვა თემაა, როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული ტექნიკურად. ამაში ვერანაირ სიურპრიზს ვერ ვხედავთ. ​გაბილეთიანების ერთიანი ინტეგრირებული სისტემის ასამოქმედებლად ყველა მზად არის", – განაცხადა კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის" წარმომადგენელმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно