,,მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია"– ხმალაძე


     ,,ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ მერია არ ვაჭრობს 45%-ია თუ 10%, ჩვენ ვიძახით, რომ მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია," - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა.

     "გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ, რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა, ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად, მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო," - განაცხადა ხმალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно