,,არავინ გაბედოს რომ ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს" - კახა კალაძე


     არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ნაცნობობით მოხდეს - ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა გააკეთა. 
 
    კახა კალაძე, ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, კახა გვანცელაძეს მიმართავს და მოუწოდებს, პროცესი მკაცრად გაკონტროლდეს.
 
    "ძალიან ცუდი ხმები მომდის ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და მინდა თქვენი საშუალებით გავაფრთხილო ყველა, რომ არავინ გაბედოს რაიმე პროტექციონიზმი იმისთვის, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდეს ვიღაცის დახმარებით, ნაცნობობით. ეს ჩემთვის კარეგორიულად მიუღებელია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს მინდა პირდაპირ ვუთხრა: არავინ გაბედოს არც სააგენტოში და არც მერიაში ვინმეს პროტექციონიზმის განხორციელება. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა გამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ამისათვის არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავთან უნდა ვიყოთ მართალი. არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ვიღაცას მერიაში ჰყავდეს ნაცნობი, ვიღაცას საკრებულოში და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება,"- განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно