ოკუპანტი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა


      2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალში, რუსეთი ხორვატიას დაუპირისპირდა. 
პირველივე თაიმში ხორვატია დაწინაურდა. 39-ე წუთზე საჯარიმოში მანჯუკიჩმა ჩააწოდა და კრამარიჩმა შეტევა ზუსტი თავურით დაასრულა. 

     თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. მეორე დამატებით ტაიმში  მასპინძლებმა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს და 115-ე წუთზე ანგარიში მარიო ფერნანდეშმა გაათანაბრა.

     საბოლოო ჯამში საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც რუსებმა ორი ააცილეს, ხორვატებმა ერთი და ყველაფერი რაკიტიჩისა და აკინფეევის დუელით დასრულდა. ხორვატიის ფეხბურთელმა ბოლო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ნახევარფინალში ინგლისს ხორვატია დაუპირისპირდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно