საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურ დანამატებს მიიღებენ


     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურ დანამატებს მიიღებენ.
     ამას სამსახურის უფროსის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც დღეს 31 იანვარს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
     „მრავალშვილიან მოსამსახურეებს, გარდა სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისა, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 20%-ისა:
ა) ოთხი შვილის მშობელს – 250 ლარი;
ბ) ხუთი შვილის მშობელს – 375 ლარი;
გ) ექვსი შვილის მშობელს – 500 ლარი;
დ) შვიდი და მეტი შვილის მშობელს – 625 ლარი." აღნიშნულია გიორგი მღებრიშვილის ბრძანებაში.
ამასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სამსახურის მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მას ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებების და შეღავათების განსაზღვრის შესახებ ბრძანებაში ნათქვამია, რომ მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე, შეიძლება მიეცეს საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი და ფულადი ჯილდო.
დოკუმენტის მიხედვით მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება:
ა) დაქორწინებისას – 1250 ლარის ოდენობით;
ბ) შვილის შეძენისას – 1250 ლარის ოდენობით;
გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალებისას – 1250 ლარის ოდენობით.
გიორგი მღებრიშვილის ბრძანების თანახმად, სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების (მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
скачать dle 11.0фильмы бесплатно