,,ალბათ 15 წუთში სისხლით დავიცლები"– გენრი დოლიძის გენიალური ლექსი აგვისტოს ომზე


ანა, სანგარში ვარ ახლა

დაჭრილი და

ალბათ 15 წუთში

სისხლით დავიცლები,

ცოტაც მოითმინე,

სულ სხვა აპრილიდან,

ერთად გაფრინდება

შემზარავი წლები,

მალე იქნება,თუ ცოტა

უფრო გვიან,

წლები გიწამლებენ

დროის ვეზირები,

ვკვდები შენზე ფიქრში,

შიში რას მიქვია,

როცა უკვდავებას

მსხვერპლად ვეწირები?

ვიცი მოგასკდება

ცრემლის ნიაღვარი,

თვალებს დაგიკოცნის

მზიან ტუჩებს მოგბანს.

ყველა გაჭირვებას

მიწა მიაყარე.

ყველა მონატრებას

ბევრი უჩემობა,

ჰოდა გაივლის

ჩემი აგვისტო და,

(ვნება მიწიერი წარსულს

რატო ძალავს.)

სულ სხვა ჩამოგიკრეფს

აპრილს ატმის რტოდან

და ჩემს სამარესთან

მოსვლას აგიკრძალავს.

ახლა მატიანე ჩემს ბედს ინაწილებს,

სადღაც მიწას ავცდი

გზათა გამრუდებით…

ტყვიამ მომაცილა

ტყვია მიმაცილებს,

ცრემლით მივდივარ და ცრემლად დავ… (ბრუნდები).
 
გენრი დოლიძე
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно