დაკარგული გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია


     გაბონის სანაპიროსთან დაკარგული ტანკერი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, კონგოს წყლებში აღმოაჩინეს.

     პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლებმა პორტიდან 26 საზღვაო მილის დაშორებით იპოვეს.

     ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აფრიკან ნიუსი გვაწვდის.

     ნავთობის ტანკერს 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა და მის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. ხომალდი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.

     კომპანიის წარმომადგენლები ფაქტთან დაკავშირებით  კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/111959