წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობა აშენდება


      რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა. 

      წლის ბოლოდან, წყალტუბო მიიღებს თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდ ნაგებობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება. რეგიონში ეკოლოგიური პრობლემის მოსაგვარებლად  9 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

      ათეული წლის განმავლობაში, წყლის ფეკალური მასები მდინარეში ჩაედინებოდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მრავალწლიანი პრობლემა სრულად აღმოიფხვრება. ამ ეტაპზე დასუფთავდა ტერიტორია, მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები და რეზერვუარების მოწყობა. 

     კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно