თოფურია გუგეშაშვილზე: ,,საოპერაციოში შეყვანამდე, პირველ რიგში იკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არიო"


     ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია აცხადებს, რომ იგი დოდო გუგეშაშვილს საოპერაციოში შეყვანამდე ესაუბრა. 
     ,,სანამ, ქალბატონ დოდოს საოპერაციოში შეიყვანდნენ დალაპარაკება მოვასწარით, საუბარი შეეძლო, ადექვატური იყო, პირველ რიგში იკითხა, ჩემი ბიჭი როგორ არიო. მოვიტყუეთ, კარგათ არისთქო. იმდენად მძიმე კითხვა იყო, ამის შემდეგ საუბარი ვეღარ გავაგრძელეთ."
     შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დოდო გუგეშაშვილი საცხოვრებელ სახლში დაჭრეს, მისი შვილი, კი ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
     ექიმების განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება.
     დოდო გუგეშაშვილი აფხაზეთის ომის ვეტერანი და ,,მხედრიონის" ერთერთი ლიდერი იყო. 
скачать dle 11.0фильмы бесплатно