კანკავამ და ვაისმა ლუკა მოდრიჩს მისცეს ხმა


     საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა მისცეს ხორვატ ლუკა მოდრიჩს, რომელიც, საბოლოოდ, გახდა კიდეც ფიფას ვერსიით 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

     ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. კრიშტიანუ რონალდუ, 3. ლიონელ მესი ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. ლიონელ მესი, 3. კრიშტიანუ რონალდუ

     კანკავა და ვაისი საუკეთესო მწვრთნელის არჩევაშიც მონაწილეობდნენ. აქ მათი აზრი გაიყო:

     ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. დიდიე დეშამი, 2. ზინედინ ზიდანი, 3. ხოსეპ გვარდიოლა
 
     ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ხოსეპ გვარდიოლა, 2. დიდიე დეშამი, 3. მასიმილიანო ალეგრი

     წლის საუკეთესო მწვრთნელად საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი დასახელდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/kankavam-da-vaisma-luka-modrichi-airchies/