ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომიტეტი Facebook-ზე ჰაკერულ თავდასხმას გამოიძიებს


     ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომიტეტი Facebook-ზე მასშტაბურ ჰაკერულ თავდასხმას გამოიძიებს. ევროკავშირის მთავარი რეგულატორის წარმომადგენლების ცნობით, გამოძიების დროს შემოწმდება, თუ რამდენად კარგად ასრულებს სოციალური ქსელი დაკისრებულ ვალდებულებებს. საქმე ეხება საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური ზომების მიღებას, რაც მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცვას უზრუნველყოფს.

     ამასთან, ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, თუ გამოძიების დროს გარკვეული დარღვევები აღმოჩნდება, სოციალურ ქსელს ჯარიმის სახით 1,63 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.

     დაცვის სუსტი სისტემის გამო, 24 სექტემბერს ჰაკერებმა Facebook-ის 50 მილიონამდე მომხმარებლის პირადი ანგარიშის მოპოვება მოახერხეს.

     პირადი მონაცემების გაჟონვა სოციალური ქსელის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა იყო.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/irlandiis-monacemebis-dacvis-komiteti-facebook-ze-hakerul-tavdaskhmas-gamoidziebs/