,,ადამიანი არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს"– ილია მეორე


     ,,ადამიანი არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს,"– ამის შესახებ, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
 
      „ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ჩვენ რას მივაღწევთ, სიმართლეს თუ ურჯულოებას. ღმერთმა ინებოს, რომ განიწმინდოს ჩვენი გონება, ჩვენი გული. ყველაფერში გულის სიწმინდე უნდა გქონდეს ადამიანს. არ უნდა იყოს ისე, რომ ერთი თქვას, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს. შევთხოვ უფალს, რომ ყველანი დაგვაჯილდოვოს გულის სიწმინდით",-აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно