,,საპატრიარქოში ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობა მოსცეს საქართველოს"– პატრიარქი


     „დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც,"– ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
 
     მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ”, რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისათა".

     უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი თვისი. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასისა. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე.

     საპატრიარქოში ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობა მოსცეს საქართველოს და წავიკითხეთ ფსალმუნებიდან ერთი კანონი, მე-14 კანონი.

     გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის ჩვენი, თითქოს საქართველოს ცხოვრება, საქართველოს წარსული და მომავალი, განცდები და სიხარული. საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს.

     მინდა ვთხოვო მეუფე დანიელს, რომ წავიკითხოთ ეს მე-14 კანონი. ეს კანონი გვიჩვენებს ჩვენ გზას", – განაცხადა პატრიარქმა.

 
скачать dle 11.0фильмы бесплатно