ვოლსკი: „მიუხედავად დაკნინების მცდელობისა, საქართველოს ეკლესია მუდამ იდგა საქართველოს ერთიანობის სათავეში"


     საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიღებას უმასპინძლეს, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება" ფარგლებში გაიმართა. 

     ღონისძიება გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მიმართა.

     მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკლესიამ ბევრი მძიმე დღე გამოიარა, ის მაინც ყოველთვის ქართველი ერის სულიერად გამაერთიანებელი იყო.

     „მიუხედავად დაჩაგვრის და დაკნინების მცდელობისა, საქართველოს ეკლესია მუდამ იდგა საქართველოს ერთიანობის სათავეში, როგორც მებაირაღე. და თუკი, პოლიტიკური ერთიანობა არ იყო, ეკლესია ჩვენ სულიერად გვაერთიანებდა და იმის შემართებას იძლეოდა, რომ პატარა, ლამაზი ქვეყანა გადარჩენილიყო მსოფლიო დონის მიმდინარე ამდენ დაპირისპირებაში", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
     
      პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ეკლესიის წინაშე სასულიერო პირების        
დამსახურებასა და როლზე საუბრისას, ხაზი გაუსვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II მოღვაწეობის მნიშვნელობას.

    „ჩვენი პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, 1990 წელს თავისი დიდი და ინტენსიური მოღვაწეობით, სიბრძნით, მიაღწია იმას, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ ოფიციალურად, დოკუმენტალურად ცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно