სეს–მა საკონდიტრო საწარმოში 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა


     სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

     სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე „ლალი კუციას" საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას, წყალმომარაგების არარსებობა და სხვა. 

     ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა. გაიცა რეკომენდაციები. საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.
 
 
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно