,,შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა"- ილია მეორე


     შევევედროთ უფალს, რომ ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა, საქართველო გადარჩება, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებული პარაკლისის მიმდინარეობისას აღნიშნა.

     „ჩვენ ვდგავართ წმინდა ადგილას, წმინდა მიწაზე ჩვენ ვდგავართ, ასი ათასი ქართველის სისხლზე. შევევედროთ უფალს, რომ უფალმა ასი ათასი მოწამის ლოცვით მოგვივლინოს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო გადარჩება. საქართველოს ჰყავს მრავალი თავდადებული მამულიშვილი, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა", – აღნიშნა ილია მეორემ.

     საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასი ათასი მოწამის ხსენებას აღნიშნავს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно