მიხეილ გიორგაძე მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს


       განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ ღამით, სოფელ ნაფარეულთან მოხდა.

     გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მინისტრის მოადგილე მრავლობითი მოტეხილობით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

     შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно