2007 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გაუქმდა


     მასალების შემოწმების საფუძველზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წალენჯიხის და ჩხოროწყუს სატყეო უბნების ტერიტორიებზე 2007 წელს 37 858,83 ჰა ფართობზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია გააუქმა.

     "ლიცენზიის ფარგლებში სისტემატურად ხდებოდა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება და ირღვეოდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 2 190 383,70 ლარი შეადგინ. ლიცენზიის მფლობელის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები და გაუქმდა ლიცენზია. შედეგად, ლიცენზიანტს ჩამოერთვათ ლიცენზირებულ ფართობზე დარჩენილი რესურსის ათვისების უფლება.

     საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამ დრომდე ჩატარებული შემოწმებების შედეგად დადგენილია, რომ უმრავლეს შემთხვევებში ლიცენზიანტების მხრიდან ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონოდ და უსისტემოდ მოპოვებას და კანონმდებლობის მოთხოვნების უხეშ დარღვევას,"- წერია განცხადებაში.

    თითოეული ლიცენზიანტის საქმიანობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დეტალურად შეფასდება და შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით, ზომები გატარდება.

    აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულმა საგენტომ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2009 წელს გაცემული ხე-ტყის დამზადების ლიცეზიაც გააუქმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно