პოეტი ნათელა დარბაიძე იუბილარია


     დღეს პოეტი ნათელა დარბაიძე იუბილარია. ნათელა დარბაიძეს ჩვენი მკითხველი უკვე კარგათ იცნობს. იგი უამრავი ლამაზი ლექსის და პოემის ავტორია. დღეს რამოდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ... 

      უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ლექსს თან ახლავს პოეტის სევდა, ჩუმი ტკივილი, ისეთი მხოლოდ ფურცელს, რომ გაანდობს ადამიანი და მხოლოდ სტრიქონი, რომ დაიტევს...

     თითოელი ლექსი ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკითხველს პოეტის სულიერ სამყაროში აღმოაჩენს. პოეტი საოცარი სიფაქიზით და მღელვარე განცდით გადმოგვცემს ბუნების მოვლენებს. ხოტბას ასხამს ადამიანურ ურთიერთობებს, კორექტულად კიცხავს ღალატს და შურს. რაც მთავარია ყველა ლექსი რაღაცნაირად მარტივი და ამავე დროს ზეაღმატებულია, ანუ ,,ამქვეყნად ხომ ყველაფერი გენიალური მარტივია."
 
     ,,ულტრაპრესის" რედაქცია პოეტ ქალბატონს იუბილეს ულოცავს! ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და შემოქმედებით წინსვლას უსურვებს!
 
 ანა ქევხიშვილი, ჟურნალისტი

 . . .

არ დავიწყება!
არ დავიწყება, არ დავიწყება–
თითქოს ვიღაცა დამძახის მუდამ.
ადამიანი მეგობრით ცოცხლობს–
ურთიერთობას სურვილი უნდა
ბავშვი ვიყავი, როცა ვიპოვე 
გრძობა, რომელსაც სიქველე ჰქვია;
გრძნობა, რომელიც მოყვასს გაგონებს
მოინახულებ ადრე თუ გვიან!
არ დავიწყება თუნდაც მეზობლის,
სკოლის კოლეჯის, უნივერსიტეტის,
ამხანაგობის, ბაღის ბავშვობის,
არ დავიწყება შეინარჩუნე
ვით დაავადების იმუნიტეტი.
 
 . . .
 

მეკითხებიან ტელეფონით– ,,თუ როგორა ვარ" ...
ვპასუხობ კრძალვით – შესანიშნავად"
კმაყოფილებით დადებენ ყურმილს 
ვალდებულების შესრულების აღსანიშნავად!
გრძელდება ასე – თვიდან თვემდე, წლიდან კვლავ წლამდე...
მხოლოდ მოკითხვა ტელეფონით – ესეც საქმეა...
უნდა ვიცოცხლო_ ვერაფერს ვამბობ, როგორც ხედავთ
მაგრამ გავბედე ლექსით გამხელა!

. . . 
 

დუმილით ვხვდები გარიჟრაჟს 
დუმილით ვხვდები გარიჟრაჟს
ცრემლით ვეგებები საღამოს  
ღამე იცრიცება უძილოდ 
ლამის მთვარეულად მატაროს;
ზეცა ემდურის სიბნელეს– 
მთვარეს სთხოვს კარგათ ანათოს, მიწამ გულმკერდი გადახსნა 
სურს რომ ქვეშეთი გვანახოს...
მთვარე მედიდურ როლშია 
ჩემი წუხილი არ აწყობს–
თუ მთვარეულად ვიქცევი– 
სურს სათავისოდ განმაწყოს...
თითქოს ავფრინდი ზეცაში...
ცრემლი ნისლებად ვაქციე
ღამე უძილოდ ნაცრეცი
ოცნებად გადავაქციე.
 
 
. . . 

ჩემს მეუღლეს!

ლექსში ჩავაქსოვე მე შენი სახება...
სტრიქონებს შენი ელფერი ადევთ,
სიზმარში დავეძებ მე შენს ზმანებას,
შენს სულს აჩრდილივით დავდევ!
რითმებში ჩავაქსოვე შენი მოგონება;
შენ სულს დავეძებ–დავალ...
თუ ზეცაში ხარ მანიშნე როგორმე–
მერწმუნე ზეცაშიც ავალ!...
 
 
 . . . 
 

ეხლა აპრილია!

ძარღვებში გაზაფხული შემოიპარა,
სისხლი ააღელვა, ააფორიაქა...
სადღაც მივდივართ აღელვებულნი
იქნებ ცა გვიხმობს თეთრი–ქათქათა?
თეთრი მანდილი მოუსხამს ტყემალს,
ნუშის ტოტებზე მზის სხივი დარბის–
მიწა დაფარა მწვანე ბალახმა,
აღარსად დარჩა ხსენება ზამთრის!
ეხლა აპრილია, ვაზი გაიკვირტა–
აყვავდა მთა–ველი,ტყე და მინდორი,
აყივლდა სისხლი – გამომიშვითო,
არა გჭირდებათ ,,მაშველი– დონორი"
მეც გავხალისდი, წარბი გავხსენი
რადგან მზის სხივი ისევ გვეღირსა–
მივეფერები იას–ენძელას
აპრილს დავკოცნი შუაღამისას!

скачать dle 11.0фильмы бесплатно