ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 269 მილიონი ლარით მცირდება


     ბიუჯეტი 269 მილიონი ლარით, 1 მილიარდ 546 მილიონ ლარამდე მცირდება.

     ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად. ცვლილება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყების გადავადებას უკავშირდება.

     „2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინამოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის ოთხი კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად, ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც", – წერია განმარტებით ბარათში.

     დოკუმენტის მიხედვით, წლევანდელ ბიუჯეტში 321 მილიონი ლარით, 915.8 მილიონამდე მცირდება საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მოცულობა, საბიუჯეტო კრედიტები კი, 105 მილიონი ლარით, 455 მილიონ ლარამდე იზრდება.

     ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 10 თვეში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 854 მილიონი ლარი აითვისა. 12 თვის ხარჯების გეგმა კი, მოქმედი ბიუჯეტით 1,8 მილიარდ ლარს შეადგენს.

скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/infrastruqturis-saministros-wlevandeli-biujeti-269-milioni-larit-mcirdeba/