ლექტორი, პოლიციელი, ჟურნალისტი და სასულიერო პირი ლგბტქ ადამიანების გაძლიერებისთვის შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს


     7 დეკემბერს თანასწორობის მოძრაობამ ის ადამიანები დააჯილდოვა, ვინც წვლილი შეიტანეს ლგბტქ ადამიანების გაძლიერებაში.

     12 გამარჯვებულს, რომლებიც თემის წევრებისა და 6 ორგანიზაციის ხმის მიცემის საფუძველზე შეირჩა თანასწორობის ჯილდოები გადაეცათ.

     დაჯილდოებულებს შორის არიან, პოლიტიკოსი, სასულიერო პირი, ექიმები, სპორტსმენი, აკადემიის წარმომადგენელი, შიდსის აქტივისტი, ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვანი, ბიზნესი, პოლიციელი.

გამარჯვებულები:

ნომინაციაში პოლიტიკოსი

     თამარ კორძაია – თამარ კორძაია ლგბტ თემის ერთერთი გამორჩეული მოკავშირეა, რომელიც არ ერიდება მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადებას. აღსანიშნავია, რომ იგი როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი, მხარს უჭერდა ნინო ბოლქვაძის არჩევნებში მონაწილეობას, სამოქალაქო პარტნიორობაზე მუშაობით და სხვადასხვა საკითხში მუდმივი მხარდაჭერით.

ნომინაციაში ექიმი

     გიორგი ჭეიშვილი – საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ერთადერთი ექიმი-ფსიქიატრია, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის გზაზე ეხმარება კვალიფიციური კონსულტირებით და მათი გენდერული იდენტობის აღიარებით, რომელიც არ მოითხოვს არასაჭირო და ძვირადღირებულ სამედიცინო პროცედურებს.

     ნინო რუხაძე – წარმოადგენს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს. PrEP პროგრამის კმაყოფილების კვლევამ აჩვენა, რომ ნინო რუხაძე არის ექიმი, რომლის მომსახურებითაც ყველაზე კმაყოფილები არიან თემის წევრები. მას ასახელებენ ყურადღებიან და ლგბტ საკითხების მიმართ სენსიტიურ პიროვნებად. თანასწორობის მოძრაობას სურდა, რომ ნინო რუხაძე დაეჯილდოვებინა 1 დეკემბერს შიდსის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თუმცა  შიდსის ცენტრის დირექტორმა არ მოგვცა საშუალება.

ნომინაციაში ჟურნალისტი

     ნათია ორველაშვილი – ქართულ ტელესივრცეში ერთერთი გამორჩეული და გულისხმიერი ჟურნალისტია, რომელმაც გასული წლის განმავლობაში არაერთი პროფესიული სიუჟეტი მოამზადა ლგბტ ადამიანების უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ნათია მუშაობის პროცესშივე თანამშრომლობს რესპონდენტებთან და ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს უმნიშვნელო ლაფსუსები გაშუქების პროცესში
ნომინაციაში ხელოვანი.

     ლაშა ცერცვაძე – ფოტოგრაფი და არტისტი ლაშა ცერცვაძე მუდმივად მუშაობს ქვიარ თემატიკაზე. ლაშას ბოლო პროექტი "survival” თბილისში ქვიარ ექსპრესიის და პროტესტის გამოხატულება იყო, რაზეც სხვადასხვა სატელევიზიო ეთერშიც ისაუბრა.

ნომინაციაში მწერალი

დავით გაბუნია – დავით გაბუნიას წიგნში დაშლა ლგბტ პირები არ არიან წამორჩენილნი როგორც არაბუნებრივები ან ცუდები. საპირწონედ ნაჩვენებია ის რეალური საფრთხე, დისკრიმინაცია და პირადი სივრცის ხელყოფა, რისი სამიზნეც თემის წევრები ხდებიან.
 
ნომინაციაში აკადემიის წარმომადგენელი

     გიორგი მაისურაძე – არის ლექტორი, რომელიც არ ერიდება ჰომოფობიაზე საუბარს საჯარო სივრცეში. იგი, როგორც აკადემიური სფეროს წარმოადგენელი მხარს უჭერს თანასწორი გარემოს შექმნას.
ნომინაციაში ბიზნესი

     ბასიანი – ჰორუმის ღამეები კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად ქართულ ქვიარ აქტივიზმში, რომელიც ლგბტ ადამიანებს უსაფრთხო სოციალიზაციის სივრცეს სთავაზობს.

ნომინაციაში სპორტსმენი

     გურამ კაშია – ფეხბურთში და ზოგადად სპორტის სფეროში პირველი ადამიანია ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ თემს და ხელი შეუწყო დიდი მედიაკამპანიის წარმოებას თანასწორობის საკითხების ირგვლივ, რის გამოც გახდა კიდეც აგრესიის მსხვერპლი.

ნომინაციაში პოლიციელი

     ლალი ინასარიძე – ჩაერთო თანასწორობის მოძრაობის კამპანიაში და ძალიან კარგად ისაუბრა პოლიციის და პოლიციელის როლზე უმცირესობების უფლებების ჭრილში.

ნომინაციაში შიდსის აქტივისტი

     გიორგი სოსელიააქტიურად არის ჩართული შიდსის ადვოკატირების პროცესში და წარმოადგენს ორგანიზაციას "მსოფლიო ექიმები.” მან განსაკუთრებული როლი ითამაშა თანასწორობის მოძრაობის, როგორც სათემო რესურს-ცენტრისა და სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ნომინაციაში სასულიერო პირი

     რუსუდან გოცირიძე – რუსუდან გოცირიძე არის მღვდელმსახური, რომელიც ქადაგებს სიყვარულსა და მიმღებლობას. აღსანიშნავია, მისი მონაწილეობა 2018 წელს გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალების მოსახსენიებელ პარაკლისში.

     "თანასწორობის გალაზე” ასევე შევაჯამეთ 2018 წელი და თანასწორობის მოძრაობის მიერ შესრულებულ სამუშაოს გავაცანით დაინტერესებულ საზოგადოებას. ანგარიში ჩვენს საიტზე დეკემბრის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. 

     "თანასწორობის გალა” არის მადლიერების აქტი იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე. აღნიშნული ღონისძიებით გვექნება მცდელობა, კიდევ უფრო გავამყაროთ კავშირი ლგბტქ თემსა და მხარდამჭერ ჯგუფებს შორის"– ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის განცხადებაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно