ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს მოპოვებული პრიზები გამოფინა


     მადრიდის „რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს მოპოვებული პრიზების კოლექცია გვიჩვენა.

     ამ საფეხურთო წელს, მოდრიჩმა დაისაკუთრა ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის" პრესტიჟული ჯილდო, „ოქროს ბურთი" და ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის „ოქროს ბურთი", ასევე გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი როგორც უეფას, ასევე ფიფას (The Best) ვერსიით. გარდა ამისა, დასახელდა წლის საუკეთესო პლეიმეიკერად IFFHS-ის ვერსიით.

     ფოტოზე სხვა ჯილდოებთან ერთად, არის ჩემპიონთა ლიგისა და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველისთვის განკუთვნილი პრიზები.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/luka-modrichma-2018-wels-mopovebuli-prizebi-gamofina/