სამინისტრო 40 დევნილ ოჯახს ბინას გადასცემს


      საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ვაზიანში ბინას 40 დევნილ ოჯახს გადასცემს.

     დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 40 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდება იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები გადაეცემათ.

     ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.

     იხილეთ სია: http://mra.gov.ge/res/docs/2018021510225791722.pdf
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно