თბილისში შესაძლოა ბუნებრივი აირის ტარიფი გაიზარდოს


     ყაზტრანსგაზ თბილისის სპეციალური მმართველი გაზის გაძვირებას არ გამორიცხავს.

     გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, ტარიფი ლარის კურსზეა დამოკიდებული და საბოლოო შედეგს მარეგულირებელი კომისია 2 კვირაში გამოაცხადებს.

     „ლარის კურსმა სერიოზული გავლენა შეიძლება, იქონიოს ბუნებრივი აირის ტარიფზე, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო და კონკრეტულად ჩვენ დოლარის ეროვნულის კურსით ვყიდულობთ გაზს. კერძო სექტორის პოზიცია და ჩვენი პოზიცია იქნება ის, იმასთან მიმართებაში და იმასთან ახლოს, რომ ჩვენ შევძლოთ ოპერაციების განხორციელება და უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება დედაქალაქის," - აცხადებს თამაზაშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/121510