,,არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას"- ილია მეორე


     ,,არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას" – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

    „დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, სწრაფად შემწეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზი იყოს მფარველი ყოველი გაჭირვებული ადამიანისა", – განაცხადა ილია მეორემ.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно