,,თბილისში 8 ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე 80 მილიონი დაიხარჯება"- კალაძე


     დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. 

     „არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეხებოდა და არ ესაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება შესაძლებელი გახდა  ერთი წლის განმავლობაში. თუმცა ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არსებობს ბევრი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხები სჭირდება და ეს ასეც იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ. 

     დედაქალაქის მერმა შეფასებისას ხაზი გაუსვა განათლების რეფორმას და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც პრემიერმინისტრმა წარადგინა. 

     „ერთ-ერთი მათ შორის არის მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით, დაახლოებით, 8 ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და, ამასთან, შესაძლებელი იქნება მიწისზედა მეტრო  სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მგზავრებს. დაახლოებით, 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტის განსახორციელებლად", - აღნიშნა კახა კალაძემ. 


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно