თბილისში გაზის ტარიფი მცირედით გაიაფდა


     ბუნებრივ აირზე ფასის მატებას საქართველო აზერბიჯანულმა კომპანიამ გადაარჩინა.

     ლარის გაუფასურების გამო ,,ყაზტრანსგაზი" ფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ, „სოკარმა" შეამცირა ღირებულება.
 
     თბილისში გაზის ტარიფი „ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებისთვის 0.014 თეთრით გაიაფდა. მოქმედი ტარიფი 46.153 თეთრს შეადგენს. 2019 წლის პირველი იანვრიდან ერთ კუბურ მეტრში 46.139 თეთრს გადაიხდიან.

     რის გამოც ბუნებრივ აირზე მოსახლეობისთვის ფასი აღარ გაიზრდება. გადაწყვეტილება სემეკმა ცოტა ხნის წინ მიიღო. რაც შეეხება რეგიონებში მცხოვრებ აბონენტებს, აქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია საკითხზე ამ წუთებში მსჯელობს. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно