დოდო გუგეშაშვილი: ,,ჩემი შვილის გარეშე არ ვაპირებ ცხოვრებას"


      დოდო გუგეშაშვილმა რეანიმაციის დატოვების შემდეგ ,,კურიერთან" ისაუბრა. მისი თქმით, სული მარადიულია და შვილი კვლავ მასთან ერთადაა.

    ,,უწმინდესის წერილი მომაწოდეს. მე უფრო გავძლიერდი. ჩემი შვილის გარეშე მე არ ვაპირებ ცხოვრებას. ჩემი შვილი ფიზიკურად არ არის ჩემთან, სული მარადიულია. ჩემი შვილი და მე ისევ ერთად ვართ. დედაშვილს ვერასოდეს ვერავინ აცილებს. ჩვენ ორთავენი მოგვკვლეს, მაგრამ ჩემი შვილი ცოცხალია და ის ჩემთან არის"– აღნიშნა გუგეშაშვილმა. 

      თადარიგის პოლკოვნიკის განცხადებით, მას ვარდით მოფენილი გზით არასდროს უვლია, დარჩენილ ეკლიან ცხოვრებას კი შვილთან ერთად გაივლის. 

     ,,ადამიანი თავის ცხოვრების გზას თავად ირჩევს და თავად გადის. ამიტომ ყველამ უნდა გავიაროთ გზა, ეს იქნება ვარდით მოფენილი, თუ ეკლით. ვარდით არასოდეს გამივლია გზა. ყოველთვის ეკლით გავიარე. ვიცი, რომ ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც ეკლიანი იქნება. მაგრამ მე ამ გზას გავივლი, მე და ჩემი შვილი ერთად."


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно