ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ "ტამიფლუს" საკმარისი მარაგი გადასცა


     ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტ "ტამიფლუს" საკმარისი მარაგი გადასცა და მისი შეძენა აფთიაქებიდან რეცეპტის საფუძველზეა შესაძლებელი.

     ანტივირუსული მედიკამენტის ყიდვა „პსპ-ს", „ფარმადეპოს", „ჯიპისისა" და "ავერსის" აფთიაქებშია შესაძლებელი.

     სამინისტროს ცნობით, მედიკამენტები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განაწილებული და ქვეყანაში „ტამიფლუს" საკმარისი რაოდენობაა.

     გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის - სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, ბავშვებისთვის, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის პრეპარატი უფასოდ გაიცემა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно