,,მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში"- კალაძე


     დედაქალაქის მერმა მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს კორუფციასთან ბრძოლაში მაქსიმალური ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

     კახა კალაძემ გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მიმართა, რომ კორუფციის შემთხვევების აღმოჩენისას სიმკაცრეს გამოიჩენენ.

     „მინდა, მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მივმართო - მაქსიმალური ყურადღება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში,"- აღნიშნა კალაძემ.

     დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნდობა მუნიციპალიტეტების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდოს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно