,,ალბათ უამრავ ადამიანს უყვარდა, ისევე როგორც მე"– მაკა რაზმაძე ლევან ჩხაიძეს ემოციურ სტატუსს უძღვნის


     ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ლევან ჩხაიძის გარდაცვლაების ფაქტს ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,პირველად ვაქვეყნებ ამ ფოტოებს-ხშირად ვუღებდი ხოლმე. იცინოდა ზოგზე-იმ ფოტოებს არ დავდებ. ვჭორაობდით ხოლმე ინბოქსში, ტელეფონზე... ალბათ უამრავ ადამიანს უყვარდა ისევე როგორც მე. უბოროტო,საყვარელი ჯაკუნა. ვერ ვწერ ლამაზად. ბევრის თქმა მინდა მასზე და ვერა... არ გამომდის... ძალიან ადრე იყო, ძალიან ადრე.... ჯერ ყველაფერი წინ ქონდა..."- წერს მაკა რაზმაძე.
 
     ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 34 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით, თრომბი სახელდება.

    ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია "TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.
   
       ,,ულტრაპრესი" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს და ახლობლებს.

 
 
 
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно