"პრინცი მაჩაბელი" – ს საოცარი სურნელი დაიფრქვა ქართული ემიგრაციის მუზეუმში"- რუსუდან კობახიძე


     თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
  
     "პრინცი მაჩაბელი" – ს საოცარი სურნელი დაიფრქვა ქართული ემიგრაციის მუზეუმში. ქალბატონმა ციცინო ჯერვალიძემ ამერიკიდან გამოგვიგზავნა და მუზეუმს საჩუქრად გადასცა გიორგი მაჩაბლის სუნამო "WIND SONG". ეს ის გიორგი მაჩაბელია, რომელიც მე–20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იყო იტალიაში და ბოლოს, იმ იმედით, რომ გარკვეულ კაპიტალს შექმნიდა და სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას გააგრძელებდა, მსოფლიოში სახელგანთქმული ნელსაცხებელთა ფირმა "PRINCE MATCHABELLI" შექმნა ამერიკაში, რომელიც დღესაც ღირსეულ კონკურენციას უწევს მრავალ საპარფიუმერიო ფირმას. 

     დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონებს, ციცინო და სოფიკო ჯერვალიძეებს ამ მშვენიერი საჩუქრისათვის, ჩვენი გმირული, ტკივილიანი და მაინც რომანტიული წარსულის სურნელებისთვის"– წერს რუსუდან კობახიძე.
 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно