,,მსოფლიო საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდება"– მეუფე შიო


     ,,მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს ეკლესიის პოზიციას გაგებით ეკიდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

     „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მადლობას ვუხდით მათ ასეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, განვიხილეთ ძალიან ბევრი დეტალი. რაც მთავარია, გამოიკვეთა მათი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან, რათა დაგვარწმუნონ, მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს აუჩქარებლობას, რა პოზიციაც გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან"– აღნიშნა მეუფე შიომ.

     
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно