„რეალი“ მოდრიჩს კონტრაქტს გაუგრძელებს


     მადრიდის „რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილებით, ლუკა მოდრიჩს კონტრაქტს გაუგრძელებენ. ამის შესახებ გამოცემა As-ი წერს.

     გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის ხორვატი ესპანეთის სამეფო კლუბში კიდევ ერთ ან ორ სეზონს ითამაშებს. მოქმედი კონტრაქტი მოდრიჩს 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

     მიმდინარე სეზონში მან მადრიდელთა მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/sporti/95421/reali-modrichs-kontraqts-gaugrdzelebs