„კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვა დროებითი მოთავსების იზოლატორში“ - პრეზენტაცია გაიმართა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პენიტენციურ სისტემაში მყოფ მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობის თემაზე მომზადებული სასწავლო სახელმძღვანელოს - „კომუნიკაცია და კრიზისული სიტუაციების მართვა დროებითი მოთავსების იზოლატორში" - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

     აკადემიის ფსიქოლოგების მიერ მომზადებულ სახელმძღვანელოში თავმოყრილია პენიტენციურ სისტემაში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და შესაბამისი რისკები, სუიციდის რისკ-ფაქტორები და პრევენციაზე ორიენტირებული, პრაქტიკული რეკომენდაციები, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, პენიტენციური სტრესი და კომუნიკაციის თავისებურებები სტრესის გავლენის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებთან, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში ფსიქოლოგიური დახმარებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლების თვითდახმარებისკენ მიმართული სტრატეგია და სტანდარტები.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно