საქართველოს თავდაცვის ძალებს 175 სამხედრო შეემატა


     საქართველოს თავდაცვის ძალებს 175 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი კრწანისის მხარდამჭერი ცენტრის სამწყობრო მოედანზე დადეს. 

     ჯარისკაცებს ქართულ ჯარში გაწევრიანება წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიულოცა.

     საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სამხედროები დღეიდან თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში - აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტსა და წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობაში გადანაწილდებიან და სამშობლოსთვის მსახურს გააგრძელებენ.

     ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი სრულყოფილი კურსი უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. მომზადების განმავლობაში ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно