სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს


     სურსათის ეროვნული სააგენტო სასმელი წყლის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს და დარღვევები არ ფიქსირდება.

    სააგენტოს ინფორმაციით, ასევე გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში. 

     უწყების განცხადებით, გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით, შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს.

    სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერმინისტრის კონტროლზეა. სასმელ წყალთან დაკავშირებით, პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე ინფორმაცია როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატს და სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მმართველ კომპანიებს ეგზავნება.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, წყლის კვლევის დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно