,,ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში"– ნაკაიძე


       თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში- ამის შესახებ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.
 
      რელიგიური კონფენსიების პროტესტი პროტესტი ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტს მოჰყვა. საუბარია ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურის მოხდა სავალდებულო იქნება ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლისთვის, გარდა მართლმადიდებელი მღვდლებისა.

     კონფესიების წარმომადგენლები ამ პაკეტზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ.


     „ის კანონპროექტი, რომელიც დღეს სავარაუდოდ დარეგისტრირდება საკანონმდებლო ორგანოში, ვფიქრობ, რომ არის ძალიან სერიოზული პრობლემის შემცველი, განსაკუთრებით დისკრიმინაციული. არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია უპირატესი იყოს სხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში ისეთ ქვეყნებში როგორიც ვართ ჩვენ, დემოკრატიულ ქვეყნებში, სეკულარულ ქვეყნებში და მე ვფიქრობ, სეკულარიზმის, დემოკრატიის მთავარი პრობლემაც არის ერთგვარი. თუ ეს გავა და კანონად იქცევა, ჩვენ შევეცდებით მივმართოთ ყველა სამართლებრივ გზას, რათა ეს კანონი არ შევიდეს ძალაში," - განაცხადა ტარიელ ნაკაიძე
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно