მერია მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე 9 მარტისა და დედაენის ბაღების სრულ რეაბილიტაციას იწყებს


      დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სრულ რეაბილიტაცია იწყება. ​

     „დედაქალაქის ბიუჯეტიც განსაკუთრებულია წელს. გასულ წლებს თუ შევადარებთ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბიუჯეტი გვაქვს და ამით გვეძლევა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ. ბევრი პროექტის განხორციელება უკვე დავიწყეთ. დღეს ვიწყებთ მშრალი ხიდის, ზაარბრიუკენის ხიდის, ასევე, 9 მარტისა და დედაენის ბაღების სრულ რეაბილიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. დაახლოებით 10 მილიონი ლარი ჯდება სამუშაოების შესრულება. ქალაქის ცენტრში არის ეს ადგილები და ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ეს ადგილები პირდაპირ უკავშირდება ორბელიანის მოედანს, რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.
 
    ახალი აღმაშენებლი, მშრალი ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები პირდაპირ დაუკავშირდება ორბელიანის განახლებულ მოედანს, რაც ერთ დიდ ტურისტულ სივრცეს შექმნის, რაც ქალაქისთვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება ბევრი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში. უნდა გავუფრთხილდეთ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, რაც ფასეულია ჩვენთვის. ამ რეაბილიტაციის ფარგლებში თითოეულ დეტალს მიექცევა ყურადღება, ასევე ყურადღება გამახვილდება რაც შეიძლება ხარისხიანად და სწრაფად მოხდეს პროექტის განხორციელება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно