სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს


     სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს.

     სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „აგროფერმა" საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. 

     საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება– აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно