მეხანძრე-მაშველებს ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადაამზადებენ


     შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასწავლო ცენტრის სრულ რეორგანიზაციას გეგმავს. შედეგად, მეხანძრე-მაშველების ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომზადება-გადამზადება საქართველოში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    მომზადება-გადამზადების პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში ჩატარდება.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შექმნის სასწავლო პროგრამებს, მოდულებს და კურიკულუმებს, რომლებიც ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დახმარების დირექტორატის რეკომენდაციებს დაეფუძნება.

    სამსახურის ცნობით, ამ თემასთან დაკავშირებით, 13 ექპერტისგან შემდგარი ევროკავშირის შემფასებელი მისიის ერთკვირიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

    ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის შემფასებელი მისია ესტუმრა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრსა და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებებს.

    ევროკომისიის შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ, ქიმიურ და ბირთვულ (ქბრბ) მორეაგირე ჯგუფის შესაძლებლობებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно