68 ათასი კვადტარული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ– აკაკი ზოიძე


     68 ათასი კვადტარული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ  – ეს განმარტება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით გააკეთა.

    აკაკი ზოიძის განცხადებით, თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები პირველი მაისიდან ამოქმედდება.

  ,,ძალაში შედის ნორმა, რომელიც ეხება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ შენობებს, რომელიც ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ეს პროცესი მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკვე გაიარა. მთელი საქართველოს მასშტაბით, 68 ათასი კვადტარული კილომეტრი არსებობს, რათა სიგარეტი სუფთა ჰაერზე მოწიონ. მხოლოდ 1000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ შენობებში, ვითხოვთ შეზღუდვებს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, შვილები, მშობლები არ დაზიანდნენ  – აღნიშნა ზოიძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно