,,ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს – მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას"– კალაძე


     თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.
 
     ამის შესახებ, დედაქალაქი მერმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე, განხორციელდება პროექტირება, რის შემდეგაც გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

    „ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ  პროექტს – მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

     ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია", – აღნიშნა თბილისის მერმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно